დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განაცხადებით, საქართველოში გრიპის ვირუსი ჯერ არ ცირკულირებს.
მისივე თქმით, რაიმე სახის სიმპტომების არსებობის შემთხვევაში აუცილებელია პოლიკლინიკულ დაწესებულებებს მივმართოთ.
„გრიპის ვირუსი საქართველოში ჯერ არ გამოჩენილა. არ ცირკულირებს. სხვა რესპირაციული ვირუსები ცირკულირებენ, რომელთაც ის სიმპტომები ახასიათებთ, რაც კოვიდს აქვს. ამიტომ, სასურველია ამ სიმპტომების არსებობისას აუცილებლად მივიდეთ პოლიკლინიკულ დაწესებულებაში. გამოვიკვლიოთ, გამორიცხოთ კოვიდი ან დავადგინოთ,“ – აცხადებს ამირან გამყრელიძე.











