მიმდინარეობს სამინისტროში მსჯელობა ორ მწვანე პასპორტზე. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.
მისი თქმით, ერთი საბუთი შიდა მოხმარებისთვის იქნება, ხოლო მეორე გარე მგზავრობისთვის.
„მწვანე პასპორტის დანიშნულება არის ის რომ ადამიანებს ამით ექმნებათ გარკვეული დისკომფორტი,ანუ არის ე.წ სტიმული , რომ წავიდნენ და აიცრან. ამ ეტაპზე გადაწყვეტილება ორნაირია – ერთი შიდა მოხმარებისთვის სადაც არის აღნუსხული, რომ ადამიანს თუ ოდესმე გადატანილი აქვს ის ჩაითვლება ამ პასპორტის მიხედვით რომ მას გადატანილი აქვს და შეიძლება მისი შესვლა რესტორანში, კაფეში, ბარში სხვადასხვა დაწესებულებაში, მაგრამ მოგეხსენებათ საერთაშორისო მასშტაბით, იმ QR კოდში, რომელი თქვენ საზღვარზე გიმოწმდებათ, იქ ცოტა სხვა საკითხია, იქ ითვლება ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გადატანილი, ამიტომ აქ მიმდინარეობს მსჯელობა შესაძლებელია დაშვებული იქნეს ორი ვარიანტი ორი მწვანე პასპორტი ე.წ საბუთი, რომელსაც ექნება შიდა მოხმარება და გარე მგზავრობისთვის“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.











