მალე დადგება შშმ პირების ვაქცინაციის საკითხი. საბჭო ამ დღეებში განიხილავს დამატებითი კონტინგენტის და, მათ შორის, შშმ პირების ვაქცინაციის საკითხს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში საუბრისას განაცხადა.
„ვაქცინების დეფიციტის გამო, ამ ეტაპზე, შეიძლება, სრულად ვერ დაიფაროს ეს ჯგუფი, რადგან, როგორც მახსოვს, ქვეყანაში 300 ათასამდე შშმ პირია. ჩვენ შევეცდებით, მათ მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ, საუბარია მობილურ ბრიგადებზე, რომლებიც უნდა დაეხმარონ ტრანსპორტირებაში, ვაქცინაციის ცენტრებამდე მისასვლელად“ – აცხადებს ამირან გამყრელიძე.











