დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, კორონავირუსის გავრცელების პროგნოზირება „უმადური რამე გახლავთ“ და ზუსტად მოვლენების განვითარებას ვერც ერთი ინსტრუმენტი განსაზღვრავს.
„ჩვენს მოდელირებაში ვიყენებთ 3 ძირითად ინსტრუმენტს: ეს არის ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინსტრუმენტს, რომელიც შემუშავებული იყო პანდემიური გრიპის დროს 2009 წელს და ის ასევე გამოიყენება ახლა კორონავირუსულ ინფექციაზეც; მეორე არის, რომელსაც მივდევდით გაზაფხულზე და ყველაზე კარგად დაემთხვა ის მოდელირება იმ რეალობას, რაც განვითარდა.
ეს არის ბაზელის უნივერსიტეტის ინსტრუმენტი და მესამე ინსტრუმენტი გვაქვს ასევე, რომელსაც აკეთებს მსოფლიოს ბევრი ქვეყნებისთვის და ასევე ჩვენს ცენტრთან თანამშრომლობს, ეს არის ერთ-ერთ მოწინავე „ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტი“, რომელიც არის სიეტლში, ვაშინგტონის უნივერსიტეტში და მისი ერთ-ერთი დიდი სპონსორი გახლავთ ბილ გეითსი“, – განაცხადა გამყრელიძემ.











