დაავადებათა კონტროლიც ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განმარტა რა რაოდენობის PCR ტესტირება ჩატარდა აგვისტოდან სექტემბრის თვის ჩათვლით.
ამის შესახებ გამყრელიძემ მტავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
„25 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე ქვეყანაში საშუალოდ ჩატარებულია 5568 PCR ტესტირება, 4-დან 13 სექტემბრამდე საშუალო დღიური იყო 8466, 14 სექტემბრიდან 23 სექტემბრამდე 10232 ნიმუში. ანუ აგვისტოს ბოლოდან მოყოლებული ხედავთ, რომ დინამიკა არის ზრდის. შეიძლებოდა დღეში ყოფილიყო 6000 ტესტირება, როცა ამაზე ატყდა ვაი-ვიში, მაგრამ იყო დღეები ამ ხნის განმავლობაში, რომ როცა ჩვენ გვქონდა 14-12 ათასი, აქ დასამალი არაფერი არ არის, არის ზრდის დინამიკა. თუმცა საკმაოდ დატვირთულია ეს ლაბორატორიები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.











