დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში დაუდასტურეს.
მათივე ინფორმაციით, ამირან გამყრელიძე თავს კარგად გრძნობს და სიმპტომები არ აქვს.
ცენტრში აცხადებენ, რომ ამირან გამყრელიძეს კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულთან.











