დაავადებათა კონტროლის და ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, ახალგაზრდებში უფრო მეტად ე.წ. ბრიტანული შტამი ფიქსირდება, თუმცა ის მძიმე ფორმით არ მიმდინარეობს.
„ახალგაზრდებში ბრიტანული შტამია, მაგრამ ის არ მძიმდება. ჯერჯერობით, მოგეხსენებათ, ჩვენი სიკვდილიანობის მაჩვენებელი დგას 1,3%-ზე და ყოველდღიური სიკვდილიანობა 10-ს არ სცილდება, დღესაც 7 გვაქვს. რა თქმა უნდა, თითოეული სიკვდილი ძალიან მძიმეა, მაგრამ ჯერჯერობით ამ ფარგლებში ვართ“,-განაცხადა გამყრელიძემ.
ცნობსითვის, დღეს ქვეყანაში ვირუსის 1085 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.











