დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თბილისსა და ქუთაისში, შეიძლება ანტიგენზე დამყარებულ სწრაფ ტესტებზე გადავიდნენ.
„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მისცა დასტური რამდენიმე კომპანიის მიერ დამზადებულ ანტიგენზე დამყარებულ ტესტს, რომელიც იგივე ნაცხში კეთდება და 15-20 წუთში გაძლევს პასუხს. ამ დიფერენციალური დიაგნოსტიკისთვის, თბილისში, სადაც დიდი რაოდენობაა და ქუთაისში, ცხელებიან და სიმპტომებიან ადამიანებს ჩაუტარდებათ”, – განაცხადა გამყრელიძემ.
ინფორმაციისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.











