დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველოში, შესაძლოა, „ასტრაზენეკას“ წარმომამდგენლები ჩამოვიდნენ.
როგორც გამყრელიძე ამბობს, ისეთი შემთხვევების დროს, როგროიც ახალციხეში მოხდა, სათანადო დაწესებულებებს ანგარიში ეგზავნება, რის შემდეგაც კომპანიის წარმოამდგენლები ადგიზლე ჩადიან ხოლმე.
„ამ ტიპის ფატალური გართულების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არსებობს დადგენილი წესი, შვედეთში არსებობს წამლების გვერდითი მოქმედებების მსოფლიო ცენტრი და იქ ამას აგზავნის რეგულირების სააგენტო. ასევე, როდესაც დასრულდება გამოძიება, ეცნობება „ასტრაზენეკას“, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასაც. თავდაპირელად მიდის მოკლე „რეპორტი“, შემდეგ კი უფრო გაფართოვებული. მათი წარმომადგენლები ჩადიან ხოლმე და ადგილზე სწავლობენ ვითარებას და ეს ამ შემთხვევაშიც არ არის გამორიცხული, იმიტომ, რომ თვითონ კომპანიაც და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაც დაინტერესებულია, რომ ვითარება იყოს გარკვეული და ცნობილი“,- განაცხადა გამყრელიძემ.
შეგახსნებთ, 27 წლის ექთანი, რომელსაც გუშინ, -„ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი დაუდასტურდა, გარდაიცვალა.
საქართველო „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციას გააგრძელებს. გადაწყვეტილება ექსპერტთა ჯგუფმა ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღო.











