“ის, რომ შეთანხმების საგანი არის ამნისტია, არის კატეგორიულად მიუღებელი. მე ამნისტიას მხარს არ დავუჭერ, იმიტომ რომ ეს ამნისტია არ გვჭირდება. “ოცნებამ” მიაღწია იმას, რომ 20 ივნისის შტურმის ორგანიზატორები შეიძლება, გახდნენ ამნისტირებული და მათ სამუდამოდ იმუნიტეტი შესძინა, იმიტომ რომ პოლიტიკური მართლმსაჯულების ნაწილი გახდა ნიკა მელია, რომელიც მოუწოდებდა პირდაპირ პარლამენტის შტურმისკენ”,- ამის შესახებ ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან პრესკომფრენციაზე განაცხადა.
“როგორ წარმოგიდგენიათ 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით მართლმსაჯულების აღსრულება, ადამიანების მიმართ, რომლებიც შტურმის ორგანზიატორები იყვნენ, ამ შტურმში მონაწილეობდნენ. დღეს თურმე იმ ადამიანებს, რომლებიც ორგანიზატორები იყვნენ, “ოცნებამ” ამნისტია აჩუქა”, – განაცხადა გახარიამ.











