„ჩვენ ვიმსჯელეთ და ჩამოვაყალიბეთ ჩვენი პოზიცია ამნისტიასთან დაკავშირებით და ეს პოზიცია კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო, რომ ამნისტია შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ გავრცელდეს კონკრეტულ მუხლებთან დაკავშირებით ადამიანებზე, რომლებსაც უკვე აქვთ წაყენებული ბრალი, დემონსტრანტების მხრიდან, ეს არის 16 ადამიანი და სამ პოლიციელზე არის საუბარი, თუმცა ჩემი აზრი მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ მე მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი რაც უნდა ჩაიდოს ამნისტიის კანონპროექტში – ეს არის პრინციპი დაზარალებულის თანხმობის ამნისტირებაზე”,- ამის შესახებ პარლამენტის წევრმა სალომე სამადაშვილმა ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
“ვნახოთ რა პოზიცია ექნება “ქართულ ოცნებას” ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით. მე შემიძლია გითხრათ ჩემი სურვილი, რომ მოხდეს ისეთი ვერსიის მიღება ამნისტიის კანონპროექტის, რომელსაც შეძლებენ რომ მხარი დაუჭირონ ხელმომწერმა მხარეებმა, ანუ ყველამ ვინც ხელი მოაწერა შეთანხმებას, მაგრამ ცხადია ჩვენ გვაქვს ძალიან პრინციპული პოზიციები და ამ პოზიციების დათმობა და გადახედვა ცხადია, არ მოხდება, უკვე უშუალოდ კანონპროეტზე მუშაობის პროცესში“, – განაცხადა სამადაშვილმა.











