სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ძალადობაში ბრალდებული გოგი წულაიას პროკურორი, ლევან ვეფხვაძე აცხადებს, რომ წარმოდგენილ საქმეზე არსებობს უტყუარი, ურთიერთშეთავსებადი, დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა.
„ამოღებულია არაერთი ნივთიერი მტკიცებულება, ამასთან ვიდეომასალა, რომელშიც რიგი ფაქტობრივი გარემოებებია ასახული. მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებას ბრალდების მხარე არ ეყრდნობა, არამედ წარმოდგენილია მთელი რიგი მტკიცებულებათა ერთობლიობა. ვიდეომასალა ასახავს იმ რეალობას, რაც განვითარდა მას შემდეგ რაც გოგი წულაიამ განახორციელა სავარაუდოდ 138-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღდმეგო და ბრალეული ქმედება. საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულები, რომელიც ადასტურებს რომ შემთხვევის დღეს და დროს გოგი წულაიამ მიიღო ალკოჰოლური სასმელი, თუმცა ამ მიმართულებით მიმდინარეობს რიგი საგამოძიებო მოქმედებები, შესაბამისად, როცა წარვადგენთ სასამართლოში აღნიშნულ საქმეს, იქნება მტკიცებულებათა ერთობლიობა“,- განაცხადა პრკურორმა.
ცნობისთვის, სამართალდამცავებმა გოგი წულაია გუშინ დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, წულაიამ ნაქირავებ ბინაში ნაცნობ ქალზე ფიზიკურად იძალადა.











