ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი შეიმუშავა.
შეუშავებული პროტოკოლის მიხედვით, ამომრჩეველი არ გაივლის თერმოსკრინინგს, მაგრამ ვალდებულია, ეკეთოს პირბადე.
ამასთან, როგორც ცესკოში განმარტავენ, ამომრჩეველს უბანზე მისვლისას ორჯერ, მცირე დროით, უწევს პირბადის მოხსნა იდენტიფიცირებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურების შესასრულებლად. თუ ამომრჩეველი არ იხსნის პირბადეს, მასზე არ გაიცემა საარჩევნო ბიულეტენი/ბიულეტენები.
ამასთან დაზუსტდა ინფორმაცია, რომ ამომრჩეველს ინდივიდუალურ კალმისტარს მისცემენ.
ამომრჩეველმა ხმის მიცემის შემდეგ კალამი უნდა განათავსოს სპეციალურ კონვერტში და დროუალდ დატოვოს საარჩევნო უბანი.
როგორც ცესკოში აცხადებენ, ფარული კენჭისყრის კაბინები ისე იქნება მოწყობილი, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები და ამასთან, არ დაირღვეს კენჭისყრის ფარულობის პრინციპი.
ცნობისთვის, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომებრს ჩატარდება.











