“ამ დროისთვის საარჩევნო უბანზე გამოცხადდა 1 446 218 ამომრჩეველი რაც საერთო ამომრჩევლის 41, 35%-ია”,- ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე სპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 17:00 საათის მონაცემებით უბანზე ხმის მისაცემად ამომრჩეველთა 45.77%-ი მივიდა.
ცესკო ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდებს, ვინაიდან კენჭისყრის დასრულებამდე 2 საათზე ნაკლები რჩება.











