ზუგდიდის მერი, გიორგი შენგელია 28-ე საარჩევნო უბანზე უკვე მივიდა და საკუთარი არჩევანი გააკეთა.
გიორგი შენგლია ამბობს, რომ ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად საარჩევნო უბნებთან აქტივობა საკმაოდ მაღალია.
„დარწმუნებული ვარ, ამომრჩეველი კიდევ ერთხელ გააკეთებს სწორ არჩევანს, რაც შეეხება აქტივობას, აქტივობა ამ წუთისთვისაც არის საკმაოდ მაღალი და ზუგდიდელები დღის განმავლობაში საკუთარ არჩევანს გააკეთებენ”, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.
შეგახსენებთ, დღეს, 21 ნოემბერს 17 ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.
ოპოზიციამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და მხარდამჭერებს მონაწილეობს მოუწოდა რომ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ.











