fbpx
14/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ამომწურავი ინფორმაცია ახალი ტიპის კორონავირუსის შესახებ, რომელიც საგანგაშოდ სწრაფად ვრცელდება

23:45 დეკემბერი 15, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
9k
ნახვა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის, მეთ ჰენკოკის განცხადებით, ქვეყნის დაახლოებით 60 სხვადასხვა მუნიციპალიტეტში აღმოჩენილია შემთხვევები, რომელიც, სავარაუდოდ, COVID-19-ის ახალი ფორმით არის გამოწვეული.

როგორც ჰენკოკი აცხადებს, ვირუსის ახალი ფორმა განსაკუთრებით ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დომინირებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ვირუსის ახალი ტიპის შესახებ ინფორმირებულია.

|რამდენად საშიშია კოვიდის ახალი ფორმა – რას ამბობენ მეცნიერები

 

ბირმინგენის უნივერსიტეტის პროფესორის, ალან მაკნალის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია კოვიდის ახალი ტიპი იწვევს თუ არა ვირუსის მძიმე ფორმებს ან აჩქარებს თუ არა კორონავირუსის გავრცელების ტემპს.

„ნუ ჩავვარდებით ისტერიკაში. უზარმაზარი ძალისხმევაა მიმართული ვირუსის ამ ვარიანტის დასახასიათებლად და იმის დასადგენად, თუ საიდან წარმოიშვა. აუცილებელია მშვიდი და რაციონალური ხედვა, რადგან ეს ვირუსის ნორმალური ევოლუციაა. ჩვენ ველით, რომ ახალი ვარიანტები გაჩნდება და დროთა განმავლობაში გაქრება“,- ამბობს ალანი.

ვირუსის ახალი ფორმის გამოჩენის შემთხვევაში აუცილებელია დავუკვირდეთ რამდენად იქონია მან გავლენა ვირუსის ქცევაზე.

„ნებისმიერი „ახალი შტამისა“ და „ახალი ფორმის“ დასადგენად აუცილებელია დავსვათ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა – შეიცვალა ვირუსის ქცევა? ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან ვირუსები მუტაციას ყოველთვის განიცდიან, ეს მათთვის დამახასიათებელია.

ახალი ვარიანტის გამოჩენამ მოიტანა შიში, მაგრამ არა პასუხი კითხვაზე. მეთ ჰენკოკმა თქვა, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი, შესაძლოა, ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში შემთხვევების სწრაფ გავრცელებას უკავშირდებოდეს. მას არ უთქვამს, რომ ამის მიზეზი ნამდვილად ვირუსის ახალი ფორმაა. მას არ უთქვამს ისიც, რომ ახალი ფორმის გამო ვირუსი უფრო მარტივად ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე. ახლა ყველგან შემაშფოთებელ სათაურებს ვხვდებით, მაგრამ არ გვაქვს სამეცნიერო მტკიცებულებები“,- ვკითხულობთ BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Imperial College London-ის ინფექციონისტის, ვენდი ბარკლეის განცხადებით, მუტაციები ვირუსის რეპლიკაციის (გაორმაგება) გამო სრულიად მოსალოდნელია.

„პირველ რიგში აუცილებელი ჩავწვდეთ რა შედეგი მოიტანა ვირუსის გენომის ცვლილებამ დაავადებაზე, გადაცემასა და იმუნურ რეაქციაზე“,- ამბობს ის.

სამეცნიერო ორგანიზაციის, Wellcome Trust- ის დირექტორის, ჯერემი ფარარის თქმით, ვირუსის ახალი შტამის გამოჩენამ მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ Covid-19-ის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ ცნობილი არ არის.

„თვითკმაყოფილების დრო არ არის. მზად უნდა ვიყოთ, რომ ახალ გამოწვევებს ვუპასუხოთ. პანდემია  ჯერ არ დასრულებულა. უნდა ველოდოთ, რომ მომავალშიც იქნება მსგავსი „სიურპრიზები“, რომელმაც, შესაძლოა, პანდემიის განვითარებაზე ზეგავლენა იქონიოს“,- აღნიშნავს ფარარი.

ნოტინჰემის უნივერსიტეტის მოლეკულური ვირუსოლოგიის პროფესორი, ჯონათან ბოლი აღნიშნავს, რომ ზოგჯერ ვირუსის გენეტიკური ინფორმაციის ცვლილებამ, შესაძლოა, ვირუსს „საშუალება მისცეს“ უფრო მეტად გავრცელებადი გახდეს და მკურნალობასა და ვაქცინებს არ დაექვემდებაროს.

თუმცა, როგორ ბოლი აღნიშნავს, ზოგიერთ ცვლილება ვირუსზე არანაირ ზეგავლენას არ ახდენს.

„დიდ ბრიტანეთში ახალი შემთხვევების მატება, შესაძლოა, ვირუსის ახალ ფორმას საერთოდ არ უკავშირდებოდეს. აუცილებელია  კარგად შევისწავლოთ ვირუსის გენეტიკური ცვლილება, რათა გავიგოთ რამდენად ცვლის ის ვირუსის ქცევას. სანამ ამას არ გავაკეთებთ, მანამდე ნებისმიერი მტკიცება ვირუსის ცვლილების პოტენციურ გავლენებზე ნაადრევია“,- ამბობს ჯონათან ბოლი.

|რას ამბობს WHO?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ჯერ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი სახეობა სერიოზულ გავლენას ახდენს ვირუსის სტრუქტურაზე.

„ამ მომენტისთვის არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ეს მუტაცია განსხვავებულად იქცევა. თუმცა, სიტუაციის შეფასებაში სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. ყურადღებით ვაკვირდებით, ექნება თუ არა მუტაციას ცვლილებები, რამაც შეიძლება ანტისხეულები გაანეიტრალოს“, – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კორონავირუსზე რეაგირების ტექნიკურმა ხელმძღვანელმა, მარია ვან კერხოვემ.

 

WHO-ს საგანგებო პროგრამების დირექტორის, მაიკ რაიანის განცხადებით, ამგვარი მუტაცია ვირუსებში საკმაოდ ხშირია.

„არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც აჩვენებს, რომ ვირუსის ახალი ვარიანტი უფრო მომაკვდინებელია ან უფრო ადვილად ვრცელდება ადამიანებს შორის“,- აღნიშნა რაიანმა.

 

მომზადებულია BBC-ის, Independent-ისა და ABCNEWS-ის მიხედვით

თეგები: COVID-19-ის ახალი ფორმაკორონავირუსი

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

13 288 ინფიცირება, 51 გარდაცვალება – ეპიდვითარება საქართველოში

თებერვალი 19, 2022
806
მთავარი ამბავი

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 32 ადამიანი გარდაიცვალა – რამდენია ინფიცირებული

იანვარი 5, 2022
793
საზოგადოება

საქართველოში „ომიკრონის“ 147 შემთხვევაა დადასტურებული

იანვარი 3, 2022
818

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია