იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ, პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ და სამოქალაქო მოძრაობის ლიდერებმა ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა ერთობლივი პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს. მათ მემორანდუმს ხელი უკვე მოაწერეს. ისინი საერთო პარტიის ჩამოყალიბებას გეგმავენ.
„მე როგორც საქართველოს მოქალაქე, ვინაიდან ვთვლი, რომ სუფთა, პატრიოტმა ადამიანმა უნდა მოახდინოს ძალთა გაერთიანება და მობილიზება, რათა ქვეყანაში შეიქმნას ახალი დღის წესრიგი და ქვეყანა დააყენოს სწრაფი განვითარების გზას“,- აღნიშნა ანა დოლიძემ.
ანა დოლიძე, ალეკო ელისაშვილი, ლევან იოსელიანი, ხელს აწერენ პოლიტიკური პლატფორმის მემორანდუმს
⭕LIVE: ანა დოლიძე, ალეკო ელისაშვილი, ლევან იოსელიანი, ხელს აწერენ პოლიტიკური პლატფორმის მემორანდუმს
Posted by Prime Time on ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2020











