დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, ანა დოლიძე დღეს დიდუბიდან-დიღმამდე გუნდთან ერთად გაისეირნებს.
„მე და ჩემი გუნდი დღეს გავისეირნებთ ფეხით აკაკი წერეთლის ძეგლიდან ვლადიმერ მაიაკოვსკის ძეგლამდე 4.5კმ. გზად ვისაუბრებთ, დავათვალიერებთ და შევხვდებით ყველას ვისაც სურს. მოგვყავს მეგობრები, ოჯახის წევრები და ბავშვები. ჩაიცვით კომფორტულად. შემოგვიერთდით გზად, სადაც გინდათ და რამდენი ხნითაც გინდათ. ვხვდებით აკაკი წერეთლის ძეგლთან 19:00 საათზე.”-წერია ღონისძიების აღწერაში.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ანა დოლიძე დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მაჟორიტარ კანდიდატად კენჭისყრას აპირებს.











