fbpx
17/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ანა დოლიძე სახალხო სამაჟორიტარო ბიუროს ხსნის

19:56 დეკემბერი 3, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
895
ნახვა

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ სოციალურ ქსელით სახალხო სამაჟორიტარო ბიუროს გახსნა დააანონსა.

„პრაიმტაიმნიუსი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

„მინდა გავაკეთო მიმართვა იმ ვითარებასთან დაკავშირებით, რომელმაც დაისადგურა ჩვენს ქვეყანაში არჩევნების შემდეგ, განსაკუთრებით პანდემიის ფონზე. ფაქტობრივად, ჩვენი ქვეყანა ბოლო ერთი თვეა უპატრონოდაა დარჩენილი. ერთი მხრივ, ჩვენ წინაშეა გაერთიანებული ოპოზიციური ძალები, რომლებიც არიან ჩაყენებული თავდაცვით მდგომარეობაში.

ვგულისხმობ იმას, რომ რეალურად გუშინ განსაკუთრებით, როცა ხელისუფლებამ თქვა, სასამართლო პროცესები განახლდება პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ, რეალურად ისინი თავდაცვით მდგომარეობაში ჩადგნენ, რადგან ხელისუფლებამ ისინი არჩევნის წინაშე დააყენა: ან შემობრძანდით პარლამენტში, აიღეთ მანდატები და იმუნიტეტი, ან იყავით გარეთ და თქვენ დაგემუქრებათ სასამართლოში სიარული და შესაძლებელია რაღაც სანქცია/პატიმრობა. ამას გარდა, ოპოზიციას ჯერჯერობით სამოქმედო გეგმა არ წარუდგენია, თუ როგორ უნდა გადაწყვიტონ ის საჭირბოროტო თემები, რომელიც ხალხს აქვს.

ისინი არიან მოლოდინის რეჟიმში. მეორეს მხრივ, ეს სიტუაცია ძალიან მომგებიანია ხელისუფლებისთვის, რომელიც მომსახურების ზონიდანაა გასული, ანუ ხელისუფლება დარჩენილია ანგარიშვალდებულების გარეშე.

ჩვენ დღესაც ვრეკავდით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში იმ წერილებთან დაკავშირებით, რომელიც გავაგზავნეთ დიდუბე-ჩუღურეთში არსებულ პრობლემებზე, მაგრამ არავითარი ჩამიჩუმი მათი მხრიდან არ ისმის. ჩვენ ვართ ვითარებაში, როცა ქვეყანა ნელნელა მიდის საღათას ძალისკენ და მოსახლეობას არ ჰყავს ძალა, რომელიც წარმოადგენს მის გულისტკივილს და დაიცავს მის ინტერესს.

ჩვენი მოსახლეობა დგას უსერიოზულესი პრობლემების წინაშე. დღეს ვუყურებდი როგორ გამოვიდა ინგლისის განათლების მინისტრი პარლამენტში და წარადგენს ხედვას, როგორ უნდა გადაეწყოს განათლების სისტემა, რათა არ დაიკარგოს ე.წ. კოვიდთაობა. ამ დროს სად არის ჩვენი განათლების სამინისტრო, როგორც ჩანს, თავს არ თვლის ვალდებულად, რომ საერთოდ რაიმე უნდა გააკეთოს იმ ფარსთან დაკავშირებით, რასაც ონლაინ სწავლება ჰქვია.

მეორე უმნიშვნელოვანესი პრობლემა არის სოციალური ვითარება. რეგულაციებმა დაარტყა მშრომელ ხალხს, განსაკუთრებით ტრანსპორტით გადაადგილების რეგულაციამ. ხელისუფლებამ გამოაცალა ბოლო ლუკმა-პურის შოვნის საშუალება, რომელსაც არ ჰყავს მანქანა. ეს არ გაუკეთებია ევროპის ქვეყნებს, ვინაიდან იქაურმა ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ ეს პირდაპირ აისახება მის ამომრჩეველზე, რომელიც მგზავრობს ტრანსპორტით. მაგრამ ჩვენ ქვეყანაში ხელისუფლებისთვის ეს სულ ერთია, რადგან ისინი ხმებს ყიდულობენ.

მესამე, ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემა არის ფასების ზრდა. გაძვირდა პური, გაძვირდა ტომარა პურის ფქვილის ფასი. ეს ყველაფერი შეეხება განსაკუთრებით იმ ოჯახებს, რომლებიც თითოეულ გაძვირებულ ლარს, გრძნობს საკუთარ ჯიბეზე.

დღეს ეკონომიკის მინისტრმა თქვა, რომ აპირებს გამართოს მოლაპარაკებები გაზის ფასების გაძვირებასთან დაკავშირებით, ანუ უკვე დაანონსდა, რომ ტარიფი მოიმატებს და ახლა გადაწყვიტა ეკონომიკის მინისტრმა, რომ დაელაპარაკოს შესაბამის კომპანიას. ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მას მერე გამოჩნდებაო, ზუსტად ურმის პრინციპით მოქმედებს ხელისუფლება. რისთვის იყო ის რვა თქვე, რომლის განმავლობაშიც უნდა გაეკეთებინა ხელისუფლებას ყველაფერი ის, რასაც აკეთებს დღეს.

ყველაზე მთავარი სეგმენტი, ვისაც აუცილებლად დაარტყამს ეს ყველაფერი, ესაა საოჯახო, მცირე და საშუალო ბიზნესი. მცირე სალონები დატოვეს ღია, მაგრამ თუ არ არის კლიენტი, რომელსაც სჭირდება ელემენტარული თანხა და ტრანსპორტი, რომ მივიდეს დანიშნულების ადგილას, მაშინ რა აზრი აქვს სალონის ღიად ყოფნას? თუ არ იქნება მომხმარებელი, ეს სეგმენტიც რჩება ლუკმაპურის გარეშე.

არაფერს ვამბობ, მომსახურების სფეროზე, სასტუმროებზე და ისეთ აბსურდზე, როგორიცაა ჩოგბურთის თამაშის აკრძალვა. ადამიანები 20 მეტრით არიან დაშორებულები ერთმანეთისგან და თუ სადმეა სოცდისტანცია დაცული, ამ თამაშშია. შეხედეთ გერმანიას, ინგლისს, ევროპულ ქვეყნებს, არსად ერთი ხელის მოსმით არ დაუკეტიათ არც თეატრები, არც კინოები. იციან იქ, რომ საჭიროა ბალანსი, რომ ადამიანებმა ჭამონ და მეორეს მხრივ დაიცვან ჯანმრთელობა, ყველგან იყო დისტანციის დაშვების სპეცზომები მიღებული.

ჩვენ ვართ სოციალური სიდუხჭირის წინაშე. ამ ყველაფერს სჭირდება გამხმოვანებელი და ინტერესების დამცველი ძალა, ვითარება ისეთია, რომ ამ როლს არ ასრულებს ხელისუფლება და ვერ ასრულებს ოპოზიცია. ოპოზიცია მუდმივად ლაპარაკობს მოლაპარაკებებზე და ჩვენ მოლაპარაკებები ვჭამოთ?

ამიტომ გადავწყვიტე შემდეგი: მე წარმოვადგენ დიდუბე-ჩუღურეთის ამომრჩევლის 20%-ს, ეს არის 10 000-სობით ადამიანი, მე მაქვს არა მარტო რწმუნება, რომ ვიმოქმედო, მე და მოძრაობას „ხალხისთვის“, არამედ ვალდებულება და პასუხისმგებლობაც მოქმედებისთვის. ამომრჩეველმა, რომელმაც მომცა ხმა, მათ ხმა მისცეს არა მხოლოდ გამარჯვებას, არამედ მანდატს, რომ ვიმოქმედოთ, ამიტომ ვაპირებთ შემდეგს – გავხსნათ სახალხო სამაჟორიტარო ბიურო.

ხალხს დღეს სჭირდება წარმომადგენელი და მე მაქვს მანდატი თქვენგან, რომ ვიყო ეს წარმომადგენელი ჩვენს გუნდთან ერთად. როდესაც გაიხედავთ და დაინახავთ, რომ ხართ უდაბნოში და არ არის ადამიანი, რომელიც თქვენ ინტერესებს გაახმოვანებს, მე ვიქნები ეს წარმომადგენელი, მე ვიქნები სახალხო მაჟორიტარი. ჩემი გუნდიც, რომელიც მანამდე კამპანიაში გვეხმარებოდა, გაიზრდება და ეს იქნება სახალხო სამაჟორიტარო ბიურო „მოძრაობა ხალხისთვის“ ბაზაზე.

რას გავაკეთებთ ჩვენ ამით? დავიცავთ ხალხის ინტერესებს და გავახმოვანებთ თქვენ პრობლემებს. ეს მოხდება რამდენიმე ფორმით. 1. გვექნება მხარდამჭერებთან ლაივრეჟიმში შეხვედრა. 2. ცხელ ხაზზე მოვისმენთ თქვენ პრობლემებს, მოვძებნით გადაწყვეტის გზებს და გავახმოვანებთ მათ.

3. გადავაქცევთ ყველა პრობლემას საკანონმდებლო ინიციატივად და ვაიძულებთ ბიუჯეტის წურბელა დეპუტატებს, რაიმე გააკეთონ ხალხისთვის. 4. გავაკეთებთ სპეციალურ გადაცემებს, რათა გავარღვიოთ სრული ჩაკეტილობა, რომელიც არსებობს მედიაში. დიდ ტელევიზიებში მე ვერ მნახულობთ, ამიტომ ვეცდებით ჩვენი შესაძლებლობით გავიტანოთ ხალხის დღის წესრიგი, რომელიც, სამწუხაროდ, ძირითად ეთერებში ვერ ხვდება, იქ ნახავთ პოლიტიკოსებს, რომლებიც სარკეში ელაპარაკებიან ერთმანეთს.

ამისთვის უნდა გამოიწეროთ ჩემი გვერდი, ჩვენ გვექნება გადაცემა და თუ გსურთ, შევეხოთ თქვენ სფეროში არსებულ პრობლემებს, აუცილებლად დამიკავშირდით. სახალხო სამაჟორიტარო ბიურო იქნება ის ადგილი, რომელიც ამ პირობებში მოემსახურება ხალხის ინტერესებს, თუ ვინმეს გსურთ დახმარება ან მონაწილეობის მიღება, შემოგვიერთდით.“ – წერს ანა დოლიძე.

თეგები: ანა დოლიძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ანა დოლიძემ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები ოფიციალურად წარადგინა

აგვისტო 21, 2021
787
პოლიტიკა

ანა დოლიძე თბილისის მერობისთვის იბრძოლებს

აგვისტო 14, 2021
792
პოლიტიკა

არ მჯერა, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში შევარჩევთ კანდიდატს, რომელიც სამართლიანად ჩაატარებს არჩევნებს – ანა დოლიძე

ივლისი 2, 2021
776

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია