დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელმა მაჟორიტარობის კანდიდატმა, ანა დოლიძემ ეროვნული ბანკის შესასვლელთან სირცხვილის კორიდორი მოაწყო.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამას ერთჯერადი სახე არ ექნება და მსგავსი კამპანია აუცილებლად გაგრძელდება.
მისვე თქმით, 400 ათასი პენსიონერი „მძარცველი ბანკის“ პირისპირაა დარჩენილი.
„ეროვნულმა ბანკმა“ აბსოლუტურად სამარცხვინოდ, პირისპირ დატოვა ჩვენი პენსიონერები, დევნილები, სოციალურად დაუცველები, „ლიბერთი ბანკი“ მათ უზარმაზარ საპენსიო განაკვეთს არიცხავს და ისინი პენსიის უდიდეს ნაწილს სწორედ, ამ ბანკში ტოვებენ. ეროვნული ბანკი საერთოდ არაფერს აკეთებს, შეიძლება სპეციალურადაც. სინამდვილეში პირდაპირი მოვალეობაა ეროვნულმა ბანკმა ეს მოწყვლადი ფენა დაიცვას. 400 ათასი პენსიონერი პირისპირ არის დარჩენილი მძარცველ ბანკთან. დღეს მოვაწყეთ პირველი სირცხვილი კორიდორი კობა გვენეტაძესთან, ეროვნულ ბანკთან. ეს კამპანია კიდევ გაგრძელდება“,- განაცხადა ანა დოლიძემ.











