ძალიან სამწუხაროა, რომ ეს პროექტი დაგვიანდა, 2020 წელს ჩვენ უკვე ოპერირებადი პორტი უნდა გვქონოდა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ნათია თურნავამ პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა.
„ჩვენ მთავრობის დავალებით ამ პროექტზე მუშაობას ვაგრძელებთ. მომავალ წელს განვაახლებთ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას და ამის საფუძველზე დავიწყებთ ინვესტორებთან მუშაობას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
შეგახსენებეთ, პარლამენტში, კომიტეტების ფორმატში მინისტრობის კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობს.











