ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ეხმაურება.
რასმუსენი მხარეებს თავშეკავების გამოჩენისკენ მოუწოდებს.
„ის რაც საქართველოში მოხდა, შემაშფოთებელია. პირველი, ვინც აგებს, ქართველი ხალხია. მოვუწოდებ, გამოიჩინონ თავშეკავებულობა და საქართველო უკუსვლით არ წავიდეს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ, ვინც საქართველოში კანონის უზენაესობას და დემოკრატიას იცავს,“- წერს ანდერს ფოგ რასმუსენი „ტვიტერში“.
მოვლენებს გამოეხმაურა ამერიკის საელჩო, რომლის განცხადებაშიც ნათქვამი იყო, რომ დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე.
ყველა ინფორმაცია ნიკა მელიას საქმეზე ნახეთ ამ ბმულზე
განახლებადი: ნიკა მელიას დაკავების ფაქტს საერთაშორისო საზოგადოება ეხმაურება











