fbpx
07/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ანდრია გვიდიანი: დასაქმების სტატისტიკის ახალი მეთოდოლოგია საშუალებას გვაძლევს რეალური სურათი მკაფიოდ დავინახოთ

14:48 დეკემბერი 28, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
861
ნახვა

საქსტატი სამუშაო ძალის სტატისტიკაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ახალ სტანდარტებზე გადადის, რაც დასაქმების და უმუშევრობის სტატისტიკის გაანგარიშების ახალი მეთოდოლოგიის შესაბამისად დათვლას გულისხმობს. ახალი სტანდარტის შესაბამისად, თვითდასაქმებულებად აღარ ჩაითვლებიან საკუთარ ოჯახურ მეურნეობაში მომუშავე პირები, რომლებიც არ არიან ბაზარზე ორიენტირებულები და სასოფლო სამეურნეო პროდუქციას აწარმოებენ უმთავრესად (50%-ზე მეტი) საკუთარი მოხმარებისათვის. აღნიშნული სტატუსის მქონე პირები გადაკვალიფიცირდნენ ან უმუშევართა კატეგორიაში, ან მოსახლეობაში სამუშაო ძალის გარეთ, იმის მიხედვით, ეძებდნენ თუ არა სამუშაოს და მზად იყვნენ თუ არა სამუშაოს დასაწყებად. მეთოდოლოგიის ცვლილებასთან დაკავშირებით, ეკონომისტი ანდრია გვიდიანი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილება სტატისტიკის წარმოების სრულყოფისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია.

“სტატისტიკის სრულყოფილად აღრიცხვას უმნიშვნელოვანესი დატვირთვა აქვს პოლიტიკის დაგეგმვის და მისი იმპლემენტაციის პროცესში. შესაბამისად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სტატისტიკა ზუსტად ასახავდეს ამა თუ იმ სფეროში არსებულ სურათს. ამ კუთხით, სტატისტიკის სამსახურმა ბოლო პერიოდის განმავლობაში ბევრი რეფორმა გაატარა და აღრიცხვის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი მეთოდოლოგიები არაერთი მიმართულებით დანერგა. მიმაჩნია, რომ სტატისტიკური მონაცემების სრულყოფისკენ გადადგმული ყველა ღონისძიება ერთმნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯია”, განაცხადა გვიდიანმა.

ახალი მეთოდოლოგიით დათვლილი სტატისტიკის შესაბამისად, 2020 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 17.0 პროცენტი შეადგინა. ექსპერტის თქმით, ეს ცვლილება ბუნებრივია, ვინაიდან ახალი მეთოდოლოგია უფრო სრულყოფილად აღწერს უმუშევრობის რეალურ მაჩვენებლებს.

“უმუშევრობის მცირედით ზრდა სრულიად ბუნებრივი და ლოგიკურია. მით უმეტეს, ცხადია, რომ გლობალურმა პანდემიამ უმუშევრობის ზრდაზე გავლენა იქონია და, შესაბამისად, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უმუშევრობა მცირედით გაიზარდა. თუმცა, ვთვლი, რომ მიუხედავად არასასიამოვნო მაჩვენებლისა, მაინც უმჯობესია რეალური სურათი ვიცოდეთ და ამ რეალობას თვალი გავუსწოროთ, ვიდრე თავი მოვიტყუოთ. აქვე ხაზგასასმელია, რომ დასაქმების მაჩვენებელი ბოლო წლებში მაინც იზრდება და, ამ კუთხით ტენდენცია ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურია. კერძოდ, 2012 წელთან შედარებით, ანუ მოქმედი ხელისუფლების პირობებში დასაქმების მაჩვენებლები მზარდია და ნებისმიერი მეთოდოლოგიით, სამუშაო ადგილების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. მაგალითად, თუ ძველი სტანდარტით მიიჩნეოდა, რომ 2019 წელს 2012 წელთან შედარებით დასაქმებულთა რიცხვი გაზრდილი იყო მხოლოდ 31 000-ით, ახალი სტანდარტით აღმოჩნდა, რომ ზრდა არის თითქმის 3-ჯერ მეტი — 84 000 ათასი ადამიანი. დაქირავებით დასაქმებულების ზრდის მაჩვენებელიც გაუმჯობესდა და ნაცვლად ძველი სტანდარტის 133 000-იანი მატებისა , ზრდა არის 138 000 ათასი. აქვე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საქსტატის ახალი მეთოდოლოგია არის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და, აქედან გამომდინარე, ეს რიცხვები გაცილებით სარწმუნოა, ვიდრე ძველი მეთოდოლოგიით დათვლილი სტატისტიკა”, – აღნიშნა ანდრია გვიდიანმა.

თეგები: ანდრია გვიდიანიდასაქმებასაქსტატი

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

22 ივლისს ზუგდიდში დასაქმების ფორუმი ჩატარდება

ივლისი 20, 2021
779
პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ქვეყანაში სამუშაოს ნაკლებობა არ არის

ივნისი 29, 2021
771
ეკონომიკა

ლარის კურსის პოზიტიური დინამიკა პირდაპირ ასახავს გაზრდილ ეკონომიკურ აქტივობას – ანდრია გვიდიანი

ივნისი 2, 2021
801

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია