fbpx
08/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ანდრია გვიდიანი „ლელოს“: პარტიული დღის წესრიგი ხომ ყველაფერს გათქმევინებს, უაპელაციოდაც კი

20:22 იანვარი 12, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
826
ნახვა

„პარტიული დღის წესრიგი ხომ ყველაფერს გათქმევინებს, უაპელაციოდაც კი“ – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი „ლელოს“ წარმომადგენელს, გიგლა მიქაუტაძეს, რომელიც აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს თავის წერილში რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი გამორჩა.

Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსში ანდრია გვიდიანი პუნქტობრივად პასუხობს „ლელოს“ და სხვა დაინტერესებულ მხარეებსაც, თუ რა გაკეთდა ბოლო რვა წლის განმავლობაში. მისი თქმით, გასაკვირია „ლელოს” წარმომადგენლის კომენტარი, მით უმეტეს, იმ ადამიანისგან, რომელსაც ეკონომისტობაზე აქვს პრეტენზია.

„ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ წერილებს ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. უმეტესი იყო პოზიტიური, ზოგიერთი კრიტიკული და, სამწუხაროდ, ზოგიერთი არაადეკვატურიც კი შემხვდა. ძალიან გამიკვირდა „ლელოს” წარმომადგენლის კომენტარი, მით უმეტეს, იმ ადამიანისგან, რომელსაც ეკონომისტობაზე აქვს პრეტენზია. თუმცა, ესეც მესმის, პარტიული დღის წესრიგი ხომ ყველაფერს გათქმევინებს, უაპელაციოდაც კი. ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე პუნქტობრივად ვუპასუხო „ლელოს” და სხვა დაინტერესებულ მხარეებსაც, თუ რა გაკეთდა ბოლო რვა წლის განმავლობაში. გადავწყვიტე, წერილში მოყვანილ ყველა პუნქტს ვუპასუხო დასუსტდა საქართველოს ტრადიციული, სატრანზიტო როლი. ქვეყანას კვლავ არ აქვს ღრმაწყლოვანი, თანამედროვე პორტი ფოთში იგეგმება APM ტერმინალის გაფართოება და Pace Group-ის ახალი ტერმინალის მშენებლობა პროექტი დაწყებულია და დაფინანსებული აშშ-ის მთავრობის კერძო საინვესტიციო კორპორაციის მიერ (OPIC) 50 მლნ აშშ დოლარის მოცულობით“ – წერს ანალიტიკოსი.

მისივე განცხადებით, სახელმწიფომ ყველა ვალდებულება შეასრულა და კონსტიტუციითაც კი გაამყარა ანაკლიის პორტის მშენებლობის იდეა.

„სამწუხაროდ, ამ პროექტის განხორციელებას ერთ-ერთმა ბიზნესჯგუფმა თავი ვერ მოაბა, ლელოში მოიკითხონ, ეცოდინებათ. ვერ დასრულდა ავტომაგისტრალის მშენებლობა, რომელიც ქვეყნის თუნდაც ერთ საზღვარს მეორესთან დააკავშირებდა; მხოლოდ 2019 წელს აშენდა იმავე მოცულობის ჩქაროსნული მაგისტრალი, რაც 2006- 2012 წლებში ერთად აღებული (2013 წლამდე აშენებულია 68 კმ, ხოლო 2013 წლიდან დღემდე – 200 კმ); მინელდა ინვესტორების ინტერესი საქართველოს მიმართ. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდებით 11%-დან 7%-მდე დაეცა; (2004-2012) ქვეყანაში შემოვიდა 9,170 მილიარდი დოლარი, „ოცნების”7 წლიანი მმართველობის (2013-2019) პირობებში 10,751 მილიარდი დოლარი; აქვე (პუი/მშპ – 7.3%), საქართველო პირველ ადგილზეა სამეზობლოში, ასევე იგივე მაჩვენებლით, საქართველო მესამე ადგილზეა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში და მსოფლიოს 186 ქვეყნიდან 22-ე ადგილზეა მსოფლიოში; ჯერ კიდევ პანდემიამდე, სამუშაო ადგილების რაოდენობა 27.000-ით შემცირდა კერძო სექტორში; უმუშევრობის დონე 2012 წელს არსებული 17,2%-დან, 2019 წლის მონაცემებით, 11,6%-მდე შემცირდა, გარდა ამისა, 2018 წელს დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ პირველად გადააჭარბა თვითდასაქმებულთა რაოდენობას. ასევე, 2012 წელს ყოველ 100 ოჯახზე საშუალოდ მოდიოდა 40 უმუშევარი და სამუშაო ადგილზე დასაქმებული (დაქირავებული) 68 პირი, 2019 წელს კი ყოველ 100 ოჯახზე მოდის მხოლოდ 25 უმუშევარი და სამუშაო ადგილზე დასაქმებული 81 ადამიანი; კატასტროფულად გაიზარდა სახელმწიფო ვალის მოცულობა და მისი ნიშნული დაწესებულ მშპ-ის 60%-იან ზღვარს გადასცდა“ – წერს ანდრია გვიდიანი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ 2019 წლის ბოლოს მთავრობის ვალის მაჩვენებელი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით, 42%- ის ფარგლებში დაფიქსირდა. თუმცა, გლობალური პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ზარალის შესამსუბუქებლად, აუცილებელი გახდა საგარეო ფინანსური რესურსების მოზიდვა.

„ვფიქრობ, ეს სრულიად გასაგები და მარტივად აღქმადია, შესაბამისად პანდემიით მანიპულირება პრინციპულად მიუღებლად მიმაჩნია; არ განვითარდა კაპიტალის ბაზარი და საფონდო ბირჟა. ბიზნესის დაფინანსების ერთადერთ წყაროდ კვლავ ბანკები რჩება; ბანკირის პარტიიდან ამ საკითხის წამოწევა უტიფრობა მგონია – ჯობს კაპიტალის ბაზრის არარსებობაზე პარტიის შიგნით იმსჯელონ. ისე, ცნობისთვის, როცა კაპიტალის ბაზარზეა საუბარი, უნდა ითქვას, რომ განხორციელდა ეკონომიკისთვის სტრუქტურულად მნიშვნელოვანი საპენსიო რეფორმა, რომელიც, თავის მხრივ, კაპიტალის ბაზრის განვითარების თვალსაზრისით, ერთ-ერთი საკვანძო ნაბიჯია; უმნიშვნელოდ გაიზარდა სახელმწიფო პენსია. რეგიონის ქვეყნებს შორის, ყველაზე დაბალი პენსია დოლარში გაანგარიშებით საქართველოში აქვთ და ის დაახლოებით 73 დოლარს შეადგენს; პირველი რიგში მინდა ვთქვა, რომ სავალუტო კურსზე აქცენტის გაკეთება და ამით მანიპულირება უვიცობა მგონია. ამასთან, უნდა ითქვას, რომ საპენსიო რეფორმის პირველი ფაზის (დაგროვებითი საპენსიო სიტემის ჩამოყალიბება) პარალელურად, საქართველოში დამკვიდრდა პენსიების ინდექსაციის პრაქტიკა, შესაბამისად, სახელმწიფომ აიღო ვალდებულება ყოველწლიურად გარანტირებულად გაზარდოს საბაზისო პენსია; არ შემცირდა საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა. ქვეყანაში ნახევარი მილიონი ადამიანი ისევ სოციალურად დაუცველია; საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი 2012-2019 წლებში 30,0 პროცენტიდან 19.5 პროცენტამდე შემცირდა. 2012 წლის შემდეგ, 92%-ით – 1,7 მილიარდი ლარიდან 3,3 მილიარდ ლარამდე გაიზარდა სოციალური დაცვის სფეროს დაფინანსება. 2013 წლიდან გაორმაგდა საარსებო შემწეობის ოდენობა და განისაზღვრა ერთწევრიანი ოჯახისთვის 60 ლარის, ხოლო ოჯახის ყოველ მომდევნო წევრზე – 48 ლარის ოდენობით. ხაზგასასმელია, რომ ბოლო წლებში შეიცვალა მიდგომა და, მაგალითად, ადამიანმა ტელევიზორი თუ შეიძინა საარსებო შემწეობას არ უხსნიან. შესაბამისად, საარსებო შემწეობის ბენეფიციართა აბსოლუტურ მაჩვენებლებზე აპელირება არასწორია; საბოლოოდ, ქვეყანაში ვერ შეიქმნა ძლიერი საშუალო ფენა. დღეს, შრომისუნარიანი მოსახლეობის მხოლოდ 3% იხდის ქონების გადასახადს და მიეკუთვნება, ჩვენი გაგებით, საშუალო ფენას. დაქირავებულთა მედიანური ხელფასი 600 ლარის ფარგლებშია; “ლელოს გაგებით” საშუალო ფენა რას ნიშნავს, არ ვიცი. ისე, ცნობისთვის, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1.129 ლარს შეადგენს” – წერს ანდრია გვიდიანი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

თეგები: ანდრია გვიდიანიბიძინა ივანიშვილიქართული ოცნება

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

კახა კალაძე: მომავალმა თაობებმა უნდა იცოდნენ ვინ არის ბიძინა ივანიშვილი, რამდენი სიკეთე აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის

დეკემბერი 8, 2021
822
მთავარი ამბავი

27 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების შემაჯამებელი შეკრება გაიმართება

ოქტომბერი 25, 2021
835
მთავარი ამბავი

„ქართული ოცნება“ 12 ოქტომბრამდე ყველა საარჩევნო-პოლიტიკურ აქტივობას წყვეტს

ოქტომბერი 9, 2021
772

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია