საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთერთობის სამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, დღევანდელ შეკრებაში უჩვეულო არაფერი არ არის.
„დღეს საპატრიარქოში მღვდელმთავრები შეიკრიბებიან. ეს უჩვეულო შეკრება და პირველი პრეცედენტი არ არის. პერიოდულად ასეთი შეხვედრები იმართება. დრო დაეთმობა მიმდინარე მოვლენების განსჯას. მათ შორის, ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებს,“ – განაცხადა ჯაღმაიძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, დღეს 14:00 საათზე საპატრიარქოში წმინდა სინოდის წევრები უნდა შეიკრიბონ და ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე იმსჯელონ.









