ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დაძლევის საქმეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის როლზე საუბრობს და მას დადებითად აფასებს.
კუბილიუსი შარლ მიშელს მიმართავს, რომ ასეთივე ლიდერობა გამოიჩინოს ბელარუსის კრიზისის საქმეში.
„იმედი მაქვს ბატონო პრეზიდენტო საქართველოს მაგალითი თქვენთვის ინსპირაცია გახდება – მხედველობაში მიიღოთ ბელარუსის პოლიტიკური პროცესები, რომ ევროკავშირმა აქტიური როლი მოირგოს ბელარუსის კრიზისის გადაჭრაში“ – წერს ანდრიუს კუბილიუსი.
Applauding leadership of @eucopresident Charles Michel in finding a solution for political and democracy crisis in #Georgia! The same type of leadership within the EU is very much needed to find EU’s active role in solving the “Belarusian crisis”. pic.twitter.com/f2zEsANz7N
— Andrius Kubilius (@KubiliusA) April 22, 2021











