ანი მიროტაძემ პარტია ლელო საქართველოსთვის დატოვა.
პოლიტიკოსის თქმით, გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი 20 ივნისის საქმის ამნისტირებაა.
“ერთი მიზეზი იყო 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც ჩემთვის წითელი ხაზია და ამ მასშტაბის დანაშაული ცოტა უფრო მეტ ყურადღებას საჭიროებს ოპოზიციის მხრიდან. ჩემი პოზიცია ცნობილი იყო, მქონდა ჩემი არგუმენტები, პირველ რიგში, ეს არის ადამიანური, მოქალაქეობრივი, ასევე, როგორც პოლიტიკოსის…
მყარად მჯერა ახლაც, რომ 20 ივნისთან დაკავშირებით, თუნდაც ამ მასშტაბის შეთანხმებაში, ამ მძიმე დღეების გადაფურცვლა შეუძლებელი იქნებოდა. ამნისტიაში 20 ივნისის ჩატევა, ჩემთვის მიუღებელია”, – ამბობს ანი მიროტაძე.
ცნობისთვის, შარლ მიშელის დოკუმენტის თანახმად, რომელზედაც პარტია ლელომ ხელი მოაწერა, 20 ივნისის საქმეზე დაკავებულების ამნისტირება უნდა მოხდეს.











