საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, თუ თბილისის მერობის არჩევნებზე ოპოზიციის საერთო კანდიდატი ნიკა მელია იქნება, „ქართულ ოცნებას” მოგება გაუადვილდება.
„დედაქალაქის მერობის კანდიდატი თუ ნიკა მელია იქნება, „ქართული ოცნების“ კანდიდატს თვითმმართველობის არჩევნების გარანტირებული მოგება კიდევ უფრო მეტად გაუმარტივდება. „ქართულ ოცნების“ კანდიდატი უპირობო გამარჯვებული იქნება და ის თან პირველივე ტურში გაიმარჯვებს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიამ გუშინ, 10 მაისს საპაიმრო დატოვა.










