პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს შეხვდება.
რატი ბრეგაძემ იუსტიციის სამინისტროს სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. შეხვედრაზე განხილული იყო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ დაგეგმილ რეფორმებთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც „ადმინისტარციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“, „სისხლის სამართლის კოდექსს“ და „მეწარმეთა შესახებ“ კანონებს უკავშირდება.
„ჩვენ შევთანხმდით შემდგომი თანამშრომლობის ფორმატზე. იუსტიციის სამინისტროს ექნება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მტკიცე მხარდაჭერა ყველა მის მნიშვნელოვან წამოწყებასა თუ დაგეგმილ რეფორმაში“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი და თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი.











