fbpx
02/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ანრი ოხანაშვილმა განმარტა, რატომ არ მიეცათ ნიკა მელიას ადვოკატებს საკომიტეტო სხდომაზე დასწრების უფლება

11:52 თებერვალი 16, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
795
ნახვა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განმარტა, რატომ არ იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატები საპროცედურო და იურიდიული კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც მათი დაცვის ქვეშ მყოფისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხი განიხილება.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კომიტეტში ოფიციალური მიმართვა ნიკა მელიას ადვოკატების დასწრებასთან დაკავშირებით არ მიუღიათ.

„კომიტეტს არ აქვს სასამართლოს კომპეტენცია, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეებს მოუსმინოს. ამასთან, კომიტეტს არანაირი ოფიციალური განცხადება ან მომართვა არ მიგვიღია ვინმეს მონაწილეობასთან დაკავშირებით. ჩვენთვის შემდგომ გახდა ცნობილი, რომ ადვოკატები აპირებენ დასწრებას და მგონი, მოსულიც იყვნენ. ეს ინფორმაცია შემდგომ გახდა ცნობილი, თუმცა ოფიციალური მიმართვა კომიტეტში არ შემოსულა არც გუშინ, რომ ვინმეს სურდა დასწრება. ეს ერთი და მეორე, ჩვენ სასამართლო არ ვართ, რომ დაცვის და ბრალდების მხარეებს მოვუსმინოთ, შემდგომ სიღრმეებში შევიდეთ და საქმის მასალები მოვითხოვოთ. ეს გამოიწვევდა სასამართლოს კომპეტენციაში შეჭრას, რისი კომპეტენციაც და უფლებამოსილებაც კომიტეტს არ გააჩია.

ჩვენ გვაქვს კონკრეტულად გაწერილი უფლებამოსლება და წინა შემთხვევაშიც, როდესაც ნიკანორ მელიას საკითხი განიხილებოდა კომიტეტების ფარგლებში, მაშინაც არავის დაუსვამს ადვოკატების დასწრების მოთხოვნა. ჩვენ ველოდებით პარლამენტის ყველა წევრს და კარი ღიაა ყველასთვის, ვინაიდან ეს უფლებამოსილება ეკუთვნით პარლამენტის წევრებს, რომ შეამოწმონ წინადადების საფუძვლიანობა. ჩვენ ამისი სრული ბერკეტი გვაქვს და რეგლამენტით განსაზღვრულია, რომ ამას წარმოადგენს გენერალური პროკურორის მიერ, შესაბამისი, სათანადო წარმოდგენილი პირი.

ჩვენ გვაქვს სრული უფლებამოსილება და შესაძლებლობა, რომ რეგლამენტით განსაზღვრული პროცედურით ვისარგებლოთ, გავყვეთ ამ პროცედურას და შემდგომ გადავწყვიტოთ, მივცეთ თუ არა შესაძლებლობა, დაცვამ და ბრალდებამ სასამართლოში სამართლებრივად იმსჯელონ. გთავაზობთ, გამოვიყენოთ ეს პროცედურა, რისი უფლებაც გვაქვს და თუ სხვა ოპოზიციონერი დეპუტატებიც შემოგვიერთდებიან, რომლებიც საბოტაჟის რეჟიმში არიან, მათაც მიეცემათ სრულად, ყველა შეკითხვის დასმის უფლებამოსილება და თუ ამის მიუხედავად, მივალთ ჩვენ იმ დასკვნამდე, რომ არ გვაქვს საკმარისი საფუძველი, რომ წინადადებაზე გადაწყვეტილება მივიღოთ, შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება, გვჭირდება ვინმეს ახსნა-განმარტება დამატებით, თუ არა“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ამ წუთებში, საპროცედურო და იურიდიული კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხი განიხილება.

თეგები: ანრი ოხანაშვილინიკა მელია

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ნიკა მელია სუს-ში დაიბარეს

დეკემბერი 4, 2021
816
პოლიტიკა

“მზად ვართ კონსულტაციებისთვის” – ანრი ოხანაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე

დეკემბერი 3, 2021
762
პოლიტიკა

საჭიროა მოსამართლეების გამწესება, რათა მართლმსაჯულების განხორციელება არ შეფერხდეს – ანრი ოხანაშვილი

დეკემბერი 1, 2021
792

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია