ანტალიის მერი, მუჰითინ ბუჯეკი COVID-19-ით დაინფიცირდა.
მისი თქმით, თავს კარგად გრძნობს, თუმცა კონტროლის მიზნით საავადმყოფოშია იზოლირებული.
„კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის პასუხი დადებითი იყო. თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ კონტროლის მიზნით საავადმყოფოში იზოლირებული ვიმყოფები. გთხოვთ, დაიცვათ პირბადეების ტარების, ჰიგიენისა და სოციალური დისტანციის წესი”, – აცხადებს მერი.