ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, გაფართოებული ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ანტიგენის ტესტებით ბოლო 24 სააათში კორონავირუსი 1400 პაციენტს დაუდასტურდა.
როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, , იმ შემთხვევაში თუ პირს ანტიგენის ტესტით კორონავირუსი დაუდასტურდება ოჯახის ექიმთან უნდა დარეკოს.
„ გუშინ პირველი დღე იყო, როდესაც გაფართოებული ინტენსიური ტესტირება დავიწყეთ ანტიგენ ტესტებით. ანტიგენით ტესტირებულთა შორის დადასტურდა 1400 შემთხვევა. ანტიგენით ტესტირებას ექვემდებარებიან ის პირები, ვისაც სიმპტომები აქვთ, ტესტი არის საკმაოდ მაღალი ხარისხის. ამ შემთხვევაში პირველი კონტაქტი არის ოჯახის ექიმი, მისი რჩევით მოქალაქეს შეუძლია მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას,“ – განაცხადა გაბუნიამ.











