ანტიგენზე დამყარებული ტესტების ცდომილება მინიმალური იქნება. ამ ტესტებს 100%-დან 97-ის გამოვლენა შეუძლია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
„ანტიგენზე დამყარებული ტესტების მგრძნობელობა თავიდან იყო 84%, ამჟამად მისი მგრძნობელობა არის 96,52%. ხოლო სპეციფიურობა 99,68%.
ეს ნიშნავს, რომ ასი ავადმყოფიდან 97-ს გამოავლენს ეს ტესტი. თუ ადამიანს არ აქვს კოვიდი, ყველა შემთხვევაში პრაქტიკულად იგი იქნება უარყოფითი, მისი გამოყენება უკვე დაშვებულია ჯანმოს მიერ, ასევე შეერთებულ შტატებში. ჩვენც მივყვებით მსოფლიო პრაქტიკას და ჩვენთანაც ეს ტესტები იქნება გამოყენებული. ამ ტესტებს ცდომილება ყველაზე უფრო მინიმალური აქვთ“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების გამოყენება დაიწყო, რომლის პასუხიც მოქალაქეს 20 წუთში ეცოდინება.











