fbpx
04/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

აფბა: გაეროს კვლევაზე პოლიტიკური სპეკულაციები მიუღებელია

11:15 სექტემბერი 17, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
791
ნახვა

საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ ეხმაურება გაერო-ს კვლევას, რომელიც ბოლო დღეებში პოლიტიკური და საზოგადოებრივი განხილვის საგანი გახდა.

ვინაიდან, კვლევას არაერთი სპეკულაცია მოჰყვა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მხრიდან, ახალგაზრდა ფინანსისტებს საჭიროდ მიგვაჩნია, საზოგადოებას სწორი და დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ აღნიშნული კვლევის შესახებ.

კერძოდ, გაერო-ს კვლევაზე პოლიტიკური პარტია „ლელოს“ პრესსამსახურის მხრიდან გაკეთდა განცხადება და ითქვა, რომ  თითქოს აღნიშნული კვლევის მიხედვით, უკანასკნელ წლებში საქართველოში შიმშილის დონე გაორმაგდა და მან 8,2% შეადგინა, ხოლო იგივე მაჩვენებელი სომხეთში 5-ჯერ შემცირდა და ამჟამად 2.6%-ს შეადგენს, აზერბაიჯანში კი 2.4%-მდე დავიდა.

ინფორმაცია, თითქოს საქართველოში შიმშილის დონე გაორმაგდა სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან ერთმანეთს შედარებულია 2006 წლისა და 2020 წლის მონაცემები, ხოლო 2012 წლის მაჩვენებელთან შედარებისას სრულიად განსხვავებულ სურათს ვიღებთ.

როგორც აფბაში აცხადებენ, გაეროს კვლევაში არსებული მონაცემები აღებულია  სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) კვლევაზე დაყრდნობით, ხოლო თუკი თავად FAO-ს 2012 წლის კვლევის მონაცემებს ჩავხედავთ დავინახავთ, რომ 2012 წელთან შედარებით არასრულფასოვანი კვების დონე საქართველოში არა თუ გაზრდილია, არამედ პირიქით, 3-ჯერ არის შემცირებული. კერძოდ, „2020 შიმშილის რუკის“ მიხედვით საქართველო ყვითელ ზონაში მოხვდა. ანუ იმ ზონაში, სადაც მოსახლეობის 5-15% არასრულფასოვნად იკვებება. ხოლო, 2012 წლის  რუკის მიხედვით საქართველო ე.წ. ყავისფერ ზონაში იყო, ანუ იმ ქვეყნებს შორის სადაც მოსახლეობის 15-25% იკვებება არასრულფასოვნად. 2012 წელს საქართველოს მაჩვენებელი 24.7% იყო, რაც 3-ჯერ მეტია დღევანდელ მაჩვენებელზე. ამ მონაცემებით, საქართველო მაშინ ევროპაში ერთადერთი სახელმწიფო იყო, რომელიც „ყავისფერ ზონაში“ მოხვდა, ხოლო მთლიანად ევრაზიის კონტინენტზე კი უკანასკნელ ათეულში, ბოლოდან მეექვსე პოზიცია ეჭირა იემენის, ჩრდილოეთ კორეის, ტაჯიკეთის, ლაოსის სახალხო რესპუბლიკის, და ერაყის შემდეგ.

ამასთან, 2012 წლის ანგარიშის თანახმად საქართველოში იმ ადამიანების რიცხვი, ვინც არასრულფასოვნად იკვებებოდა 1 მილიონი ადამიანი იყო, ხოლო დღეისათვის  ციფრი – 300 000 მოსახლეს უტოლდება. შესაბამისად, მაჩვენებელი 3-ჯერ, ანუ 700 000-ი ადამიანით არის შემცირებული.

ინფორმაციისთვის, WFP–ის „შიმშილის რუკა 2020” ასახავს თითოეული ქვეყნის მოსახლეობაში არასაკმარის კვების გავრცელებას 2017-2019 წლებში. “შიმშილის რუკა” ასახავს ინფორმაციას, გლობალური ჯანმრთელობის ყველაზე დიდ რისკზე და ამ რისკის ცვლილების დინამიკას წლების მიხედვით, რაც იძლევა წლების მიხედვით განვლილი პერიოდთან შედარებითი ანალიზის გაკეთების შესაძლებლობასაც, თუ როგორია ქვეყანაში ჯანმრთელობის რისკის ცვლილების დინამიკა.

თეგები: აფბაგაეროს კვლევა

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

კალიურანდი: პოლიტიკოსები მუდამ ცდილობენ დოკუმენტების ინტერპრეტირებას, გამარჯვებულია ქართველი ხალხი

სექტემბერი 17, 2020
837

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია