საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის და აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციის პარალელურად, რუსეთი აღნიშნული ორი რეგიონის ანექსიას განაგრძობს, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის წევრი, აქსელ ფიშერი სოციალურ ქსელში წერს, რითაც 2020 წლის 12 ნოემბერს სოჭში ვლადიმერ პუტინისა და ასლან ბჟანიას შეხვედრას ეხმაურება.
აქსელ ფიშერის თქმით, რუსეთის ამ მორიგი ნაბიჯით აფხაზეთი მის სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ნაწილად იქცევა
„გვსურს, განსაკუთრებით გავამახვილოთ თქვენი ყურადღება რუსეთის ჰიბრიდული პოლიტიკის ამ მორიგ ნაბიჯზე, რადგან აღნიშნული განზრახვის სრულყოფილი რეალიზაციის შეთხვევაში, აფხაზეთი ფაქტობრივად იქცევა რუსეთის სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ნაწილად“, – წერს აქსელ ფიშერი სოციალურ ქსელში.
რა ხდებოდა პუტინი-ბჟანიას 3-საათიანი შეხვედრისას, დახურულ კარს მიღმა











