fbpx
23/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრს ქეთევან ბაკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

22:19 ნოემბერი 22, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
930
ნახვა

აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი, ქეთევან ბაკარაძე ინფიცირებულია,  ამის შესახებ  სოციალურ ქსელში თავად წერს.

ქეთევან ბაკარაძე თითოეულ მოქალაქეს რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

„მეგობრებო, დამიდასტურდა კორონავირუსი. ჩემი ინფიცირება უკავშირდება აფხაზეთის მთავრობის მიერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში COVID-19-ის ტესტირებასა და სეზონური გრიპის ვაქცინაციას, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ტესტირების გარდა, ჩვენ დევნილებს სავალდებულო იზოლაციის შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ, ასევე მსუბუქი შემთხვევების სახლის პირობებში მართვის პროტოკოლით გათვალისწინებული რეკომენდაციები გავაცანით. ტესტირების შედეგად გამოვლენილ, კორონავირუსით ინფიცირებულ აფხაზეთიდან დევნილებს კი პირბადეები და საჭირო მედიკამენტები გადავეცით. მე რამდენიმე კოვიდინფიცირებულთან მქონდა უშუალო კონტაქტი და შესაბამისად, ჩემი ინფიცირებაც ამ დღეებს უკავშირდება.

ამ დროისთვის ვიმყოფები იზოლაციაში, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ვასრულებ მის რეკომენდაციებს და მითითებებს, ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას სტაციონარიზაციის საკითხი და გავაკეთებ ყველაფერს, რომ ბოლომდე ვმართო ინფექცია ისე, რომ კლინიკაში გადაყვანა არ გახდეს საჭირო, რათა უფრო მეტი შესაძლებლობა იყოს იმ ადამიანების დასახმარებლად, ვისთვისაც ეს აუცილებელია.

ვფიქრობ, ახლა მეტი წილი პასუხისმგებლობა ჩვენზეა, თითოეულ მოქალაქეზე, რომ ერთის მხრივ, დისტანციის და ჰიგიენის წესების დაცვით, პირბადის ტარებით კორონავირუსის გავრცელებას შევუშალოთ ხელი და მეორე მხრივ, თუ დაგვიდასტურდება, პანიკის გარეშე შეხვდეთ და მსუბუქი ფორმის დროს, არ მოვითხოვოთ დაჟინებით სტაციონარში გადაყვანა, რადგან რესურსი ამოუწურავი არ არის და ჩვენი ხელშეწყობის გარეშე, ვერც სახელმწიფო და ვერც სამედიცინო პერსონალი ამდენ დატვირთვას ფიზიკურად ვეღარ გაუმკლავდება.

ყველაზე მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების, მეგობრების მხარდაჭერა და თანადგომა და მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მამხნევებს.

განსაკუთრებული მადლობა გენეტიკის ეროვნულ ლაბორატორიას, მის ხელმძღვანელს გიორგი ჩალაძესა და მთელს გუნდს ოპერატიული რეაგირებისთვის.

გავუფრთხილდეთ საკუთარ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს! გავუფრთხილდეთ ერთმანეთს! დავიცვათ ყველა რეკომენდაცია, ავიღოთ ყველამ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და ყველაფერი კარგად იქნება“, – წერს ქეთევან ბაკარაძე.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 104 732 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 85 639- ს შეადგენს. გარდაიცვალა 976 მოქალაქე.

 

თეგები: აფხაზეთის მთავრობაქეთევან ბაკარაძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადადგა და გახარიას გუნდში მიდის

ივნისი 3, 2021
815

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია