„მოვედი იმისთვის, რომ ხალხისთვის ვიმუშაო”, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში მისვლის შემდეგ “რუსთავი 2-თან” განაცხადა.
„ჯერჯერობით დროებითი საშვები გვაქვს. მე აქ მოვედი იმ ძველი ტელეფონით, როგორც გამოვაცხადე. აქ არ მოვსულვარ იმისთვის, რომ გაბღენძილმა ვიარო პარლამენტში, მოვედი იმისთვის, რომ ხალხისთვის ვიმუშაო”, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, 29 იანვარს „ქართულ ოცნებასა” და „მოქალაქეებს” შორის მემორანდუმი გაფორმდა, რის შემდეგაც ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს.










