ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია დღეს, 22:00 საათის შემდეგ, რუსთაველის გამზირზე, აქციაზე დარჩება.
“დღეს, აქტივისტები აქციაზე რჩებიან 22:00 საათის შემდეგ და მეც აუცილებლად მათთან ერთად ვიქნები. ამ გადაწყვეტილებას ყველა იღებს ინდივიდუალურად და მე, პერსონალურად აქ ვიქნები.” – ამბობს ელენე ხოშტარია.
დღეს, 9 ნოემბერს პარლამენტის წინ ორი აქციაა დაგეგმილი. 6 საათზე ოპოზიცია მართავს აქციას, ხოლო 10 საათზე მოძრაობა სირცხვილიას აქცია “დაუმორჩილებლობა” დაიწყება.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან, 9 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება შეიზღუდება. შეზღუდვა გავრცელდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით და კერძო ავტომობილებით მოსიარულეებზე.











