სასტუმრო “ვინოტელს“, სადაც რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი იმყოფება, ელექტროენერგია გაუთიშეს. ამის შესახებ აქციის მონაწილეებმა განაცხადეს და აღნიშნეს რომ შუქი შენობაში თავად ჩააქრეს.
შენობასთან აქცია ამ დრომდე გრძელდება. სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსთა ნაწილი რუსი შოუმენი ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლას აპროტესტებენ.











