აგვისტოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით ერგნეთში აქცია გაიმართა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები სოფლის შესასვლელში მივიდნენ და რუსეთის ოკუპაცია გააპროტესტეს.
,,ცხინვალი ჩვენ არ დაგვიბომბავს“, – ასეთია მათი გზავნილი.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ აგვისტოს ომში დამნაშავედ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება დაასახელოს.











