პარლამენტთან რამდენიმე აქტივისტი დააკავეს.
აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტის უკან გაშლილი კარავი, აქტივისტებმა რუსთაველის გამზირზე გადმოიტანეს და საკანონმდებლო ორგანოს წინ გაშლა სცადეს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულია ილიაუნის ლექტორი გიორგი მუმლაძე და რამდენიმე აქტივისტი.
როგორც „პრაიმტაიმნიუსს“ შსს-ში განუცხადეს ამჟამად დაკავებულია 10 პირი.
ისინი პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათავლისწინებული დარღვევისთვის დააკავა.











