ქუთაისში, დღეს ბაზრის მოვაჭრეებმა მუშაობის განახლების მოთხოვნით აქცია გამარათეს.
ბაზრის თანამშრომლების თქმით, ბაზრობაზე ყველა რეგულაციის დაცვა შესაძლებელია, თუმცა მთავრობამ ეს არ გაითვალისწინა მხოლოდ სავაჭრო ცენტრები გახსნა.
აქციის მონაწილეების თქმით, მათ სეზონური პროდუქცია აქვთ და თუ სეზონზე არ გაყიდეს ზარალდებიან, ამასთან სესხები აქვთ და ვერ იხდიან, ამიტომ იძულებული არიან ქუჩაში გამოვიდნენ.
აქციის მონაწილეები რეგულაციების გადახედვას მოითხოვენ. მათ პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე გოგი წულაია შეუერთდა, მისი თქმით, ხელისუფლება თავად ქმნის მოლებთან რიგებს და თუ ბაზრობებს გახსნიდნენ, რიგები აღარ იქნებოდა.











