მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთი დაკავებული წევრი ლექსო მაჭავარიანი სასამართლომ 1000 ლარით დააჯარიმა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტის წინ, საპროტესტო აქციაზე კიდევ ორი დაკავებულის საქმის განხილვა მიმდინარეობს.
მოსამართლემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ნოდარ რუხაძისა და გიორგი მჟავანაძის შესახებ. დაკავებულებს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის დაუმორჩილებლობას ედავებიან.
“ჩვენ ვაპროტესტებდით გაყალბებული არჩევნების შედეგებს, ოპოზიციურ პარტიებთან, ჩვენს მხარდამჭერებთან, ზოგადად, მოქალაქეებთან ერთად ვიკრიბებოდით პარლამენტის წინ, რათა კიდევ ერთხელ გვეთქვა, რომ არ გავჩერდებოდით.
გამომდინარე იქიდან, რომ საღამოს საათებში აცივდებოდა, გადავწყვიტეთ, მიგვეტანა შეშა. ეს კონკრეტული ფაქტი უნდა განიმარტოს, რადგან შეშის მიტანა ლოკაციამდე შეგვეზღუდა“- განაცხადა სასამართლოზე სამოქალაქო აქტივისტმა ნოდარ რუხაძემ.











