“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ოპოზიცია რევოლუციის მოწყობას კი არა, მშვიდობიანი აქციების ჩატარებას გეგმავს.
„ეს არის სამთავრობო პროპაგანდა, თითქოს ვიღაცას აშინებენ რევოლუციით. ეს არის იმ ნარატივის გაგრძელება, რაც „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია. ოპოზიციაში რევოლუციაზე არავინ საუბრობს. ოპოზიციის არცერთ შეხვედრაზე რევოლუციის საკითხი არც განხილულა. უბრალოდ, ხელისუფლებას უნდა, აქციები, მშვიდობიანი დემონსტრაცია, აზრის გამოხატვა, რომელიც იყო და იქნება ამ ქვეყანაში, რევოლუციად მონათლოს. თუმცა, ეს არ არის რევოლუცია.
„სიტყვა „რევოლუცია“ შეიძლება ვახსენო, მაგრამ ვაწყობ? რატომ გვაშინებენ სიტყვა „რევოლუციით“. ეს არის სამთავრობო პროპაგანდა, რევოლუციური სცენარის დახატვა. ვამბობ, რომ აქციები იქნება, მაგრამ ამას რევოლუციად ვერ მონათლავს ვერც ხელისუფლება, ვერც გომელაური, ვერც „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლები“,-განაცხადა ჩიხლაძემ.










