წყალტუბოს სოფელში, სადაც ჰესი უნდა აშენდეს, მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს.
ადგილობრივები სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ, რადგან, თვლიან, ნამახვანჰესი მიმდებარე ტერიტორიას საფრთხეს შეუქმნის. ადგილზე შეკრებილმა მოსახლეობამ ქუთაისი-ლეჩხუმის გზა გადაკეტეს.
წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონზე მშენებარე ნამახვანისა და ტვიშის ჰესები წლიურად 1,514 გეგა ვატ. სთ ენერგიას გამოიმუშავებენ, ხოლო ჰესებზე დადგმული სიმძლავრე ჯამურად 433 მეგა ვატს შეადგენს.
პროექტი 750 მილიონი დოლარის ღირებულებისაა. ინვესტიციის სანაცვლოდ, კომპანია ჰესის ამოქმედების შემდეგ, ბიუჯეტში წლიურად 20 მილიონ ლარის შეტანის პირობას დებს. კომპანიის ინფორმაციით, მშენებლობაზე, რომელიც სამ წელზე მეტ ხანს გაგრძელდება, 3 000-მდე ადამიანი დასაქმდება.
ავტორი: სოფო მოლაშხია











