აქვთ იმედი, რომ მღვრიე წყალში თევზს დაიჭერენ, ჩვენ ამას არ დავუშვებთ,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ოპოზიციის შესახებ განაცხადა.
მისივე განმარტებით, ნებისმიერი რევოლუცია, ამბოხი თუ დესტაბილიზაცია ჩვენი ეკონომიკისა და ზოგადად, ქვეყნისთვის მომაკვდინებელი იქნება.
„არის ძალიან გამოხატული რადიკალური დესტრუქციული ოპოზიციის დაჯგუფება, რომლის გზაც არ არის რევოლუციური, არ არის არჩევნები და ეს გზა არის იმედი იმისა, რომ მიეცემათ საშუალება, სოციალური თუ ეკომონიკური პრობლემების ფონზე, მღვრიე წყალში დაიჭირონ თევზი და მოუწოდონ მოქალაქეებს ამბოხისკენ და ქუჩის გზისკენ. ჯერ ერთი, ნებისმიერი რევოლუცია, ამბოხი თუ დესტაბილიზაცია იქნება მომაკვდინებელი ჩვენი ეკონომიკისა და ზოგადად, ქვეყნისთვის, ამ მძიმე ვითარებაში. სევე, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს და ისევე, როგორც პრემიერ-მინისტრს არაერთხელ უთქვამს, ჩვენ ამას უბრალოდ არ დავუშვებთ,” – განაცხადა თურნავამ.











