არ არსებობს ეკონომიკის გაღვიძება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარეშე, – ამის შესახებ სატრანსპორტო სფეროს ექსპერტმა, დავით მესხიშვილმა „მთავარ არხთან“ საუბრისას განაცხადა.
„საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვა, უპირველეს ყოვლისა, დისკრიმინაციულია. იმიტომ, რომ მობილობა შემცირდა მხოლოდ მათ ხარჯზე, ვისაც კერძო ავტომობილი არ ჰყავს. არ არსებობს ეკონომიკის გაღვიძება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარეშე,“ – ამბობს დავით მესხიშვილი.








