პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ ოპოზიციის მოთხოვნა, სააკაშვილის პატიმრობისგან გათავისუფლების შესახებ, არარეალურია.
„ფაქტია, რომ დააშავა. ფაქტია, რომ არ არსებობს იმის სამართლებრივი გზა, რომ სააკაშვილმა თავი დაიხსნას შესაბამისი ვერდიქტის აღსრულებისგან. ეს არის რეალობა და ამ რეალობას უნდათ, რომ დაუპირისპირონ რევოლუციური გზა, დესტაბილიზაცია“, – აცხადებს ვოლსკი.










