საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი „თბილისის პრაიდის“ ღონისძიების ჩატარებას და პარალელურად რადიკალური ჯგუფების მიერ აქციის მოწყობას ეხმაურება.
როგორც ღარიბაშვილის ამბობს, ქვეყანაში არეულობის შემოტანა ისევ სააკაშვილის ოპოზიციურ დაჯგუფებას უნდა.
„ქვეყანაში უნდა იყოს წესრიგი. არ დავუშვებ არავითარ ქაოსს და სამოქალაქო დაპირისპირებას. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს საქართველოა, ჩვენ გვაქვს ტრადიციები და წესები და ყველამ უნდა სცეს მათ პატივი. სამწუხაროდ, დღევანდელი აქციის ორგანიზატორების უკან დგანან ისევ რადიკალური ჯგუფები, კერძოდ რადიკალური ოპოზიცია სააკაშვილის მეთაურობით.
ისინი უკეთებენ ორგანიზებას აღნიშნულ მარშს და ამ აქციებს და მათი მიზანი არის ქვეყანაში სამოქალაქო არეულობის შემოტანა“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ბოლო დღეა. ღონისძიების პარალელურად საპატრიარქოს წარმომადგენლები და რადიკალური ჯგუფები აქციის ჩატარებას აპირებენ.











