“ვიღებ სპეციალური სამსახურიდან წერილს იმის თაობაზე, რომ თუ ხვალ 6 საათამდე არ შევავსებ სადეპუტატო დეკლარაციას, არა მარტო დავჯარიმდები, არამედ მიმცემენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში”, – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
შალვა ნათელაშვილი მმართველ პარტიას “პარლამენტიდან გამოგვით” ემუქრება.
“ძვირფასო მეგობრებო! ვიღებ სპეციალური სამსახურიდან წერილს იმის თაობაზე, რომ თუ ხვალ 6 საათამდე არ შევავსებ სადეპუტატო დეკლარაციას, არა მარტო დავჯარიმდები, არამედ მიმცემენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში და ეს ნოტა ციხის მუქარითაა დაგვირგვინებული.
მინდა მივმარტო რეჟიმის მეთაურებს, არ გაიშვას თქვენი შეშინებული, ვინც შეგიშინებიათ, ის შეაშინეთ, ჩვენ პარლამენტიდან გამოგგვით და არაავინ იქ ფეხის შემდგელი არაა, ვიდრე არ ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ამის მერე დაიწყება ქვეყანაში კანონის შესრულება და აღსრულება”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.











